ნატო გელაშვილმა და მისმა ვაჟებმა, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა სამტრედიაში კონცერტი ჩაატარეს.
მას შემდეგ, რაც კომპოზიტორმა იკითხა, იცოდნენ თუ არა ის სიმღერა, რომელსაც ასრულებდნენ, მთელი დარბაზი ამღერდა.
„საოცარი საღამო სამტრედიაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უნიჭიერესი ერი ვართ. მადლობა საოცარი დახვედრისთვის“, დაწერა კომპოზიტორმა.