64 წლის პოპის დედოფლის, მადონას და 29 წლის მოკრივეს, ჯოშ პოპერის რომანი დადასტურდა. არტისტმა კოცნის ფოტო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა წარწერით: „მკვლელი, რომელიც ერთობა“.
როგორც ჩანს, წყვილს პაემანი სუფთა ჰაერზე ჰქონდა. მადონას შავი ლაბადა ამშვენებდა და მაქმანებიანი ნიღაბი ეკეთა, ჯოშს კი ტყავის ქურთუკი ეცვა და გულის სწორის მსგავსად, ნიღაბი ეკეთა.
შეგახსენებთ, აჰლამალიკ უილიამსთან განშორების შემდეგ, 64 წლის „პოპის დედოფალი“ ენდრიუ დარნელს ხვდებოდა. მედიის ცნობით, სწორედ ჯოშ პოპერის გამო დაშორდა 23 წლის მოდელს.
„64 წლის მადონას ახალი სათამაშო ბიჭუნა ჰყავს“, – სწორედ აღნიშნული სათაურებით არის აჭრელებული დასავლური მედია.
გაიცანით „პოპის დედოფლის“ ახალი „მსხვერპლი“ – 64 წლის მადონა 29 წლის მოკრივეს ხვდება
,,მსუბუქი რომანი იყო“ – 64 წლის მადონამ 23 წლის შეყვარებული მიატოვა