LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ოპოზიციაზე: ევროპასთან არაფერი აქვთ ახლო, ჩვეულებრივი ბოლშევიკები არიან, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული

136
Untitled design (2)

„როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცველებზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოპოზიციას ევროპასთან საერთო არაფერი აქვს და ოპოზიციის წევრები ბოლშევიკები არიან:

„მთავარი არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაშია მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან.

ყველაფერი დანარჩენი ტყუილია. საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი ზუსტად ისეთივე ფარისევლობაა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო.

სინამდვილეში, არაფერი აქვთ საერთო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი ჩვეულებრივი ბოლშევიკები არიან, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ ბოლშევიკური და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო სახელმწიფოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

წითლიძე უმრავლესობას: რასაც ახლა აკეთებთ არის ის, რასაც ქვეყანა არავის, არასდროს აპატიებს – ვინც ასე ჩუმად გამოიტანეთ ეს კანონი, პრორუსი მოღალატეები ხართ

magti 5g