LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრი ერმაკი: უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ

140
ანდრი ერმაკი

„უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად ვართ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა ქართულ და უკრაინულ ენებზე დაწერა, რითაც გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ერმაკმა ამ განცხადებასთან ერთად გერგეტის სამების ფოტო გამოაქვეყნა.

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად შსს-მ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია შუაღამემდე გაგრძელდა.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

 

magti 5g