ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების საშუალებას იძლევა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზნად ისახავს „ბრძოლის გაძლიერებას“ „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების წინააღმდეგ“.