LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღალეთ პოლიტიკოსებით“ – გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს

341
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვა გადაწყვიტა, რისი შესაძლებლობაც პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეთა ნაწილმა არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.

სიტყვით გამოსვლისას ვაშაძემ განაცხადა, რომ არ უნდა გაჩერდნენ.

„ესენი აპირებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას. ეს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თქვენ ხართ გმირები და ახალგაზრდები. არ უნდა გავჩერდეთ. ხალხის დაჭერას აპირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რის შემდეგაც მას მიკროფონი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოართვა და მიმართა: „არა, პოლიტიკოსები აღარ ხართ ჯექსონები, მორჩა“.

„თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა, ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

magti 5g