რამდენიმე საათის წინ, სოც-ქსელების მეშვეობით ახალი თაობის Porsche Panamera-ს ჯაშუშური ფოტოები გამოჩნდა.
ავტომობილი 2012 წელს პარიჟის ავტოშოუზე დაანონსებულუ უნვერსალის Panamera Sport Turismos ბაზაზეა დამზადებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტომობილი უამრავი ახალი დეტალებით იქნება აღჭურვილი, მათ შორის მულტიფუნქციური სამართავი პანელითა და სენსორული ღილაკებით, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა ფუნქციების მართვა იქნება შესაძლებელი.
განახლებული Porsche Panamera Volkswagen-ის კონვეიერზე აიწყობა, ხოლო შასი MSB სერიით დაინომრება. ასეთი შასის კოდით კი Bentley Continental GT-ს ახალი თაობა და Porsche Pajun სარგებლობენ. უახლესი ტექნოლოგიებისა და ალუმინ-მაგნიუმის გამოყენებით ახალი მოდელი, წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო მსუბუქი იქნება.
რაც შეეხება ტექნიკურ მახიასიათებლებს, ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ ახალი Panamera ორი ტიპის V6 და V8 ძრავით იქნება წარდგენილი, რომლის დამზადებასაც კომპანია Volkswagen უზრუნველჰყოფს.
საავტომობილო ბაზარზე ახალი Porsche Panamera-ს გამოჩენას 2017 წლიდან ელიან.