პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებს გვაძლევს და გვასწავლის როგორ უნდა მოვექცეთ პატარებს, რათა ისინი ბედნიერები და მხიარულები იყვნენ.
„არ დამავიწყდება, დედამ მოიყვანა ორი ბიჭი. მეუბნება უფროსი მშიშარაა და უმცროსი ვაჟკაციო. ვეუბნები, ქალბატონო, რას ამბობთ, თქვენ ხართ მისთვის უახლოესი ადამიანი და ამისთანა რაღაცას ამბობთ. ზოგადად ბავშვი უნდა შევაქოთ. თუ რამე ცუდი გააკეთა, მაინც და მაინც რეაქცია ნუ გვექნება.
დადგენილია, რომ სიხარულის დროს იმატებს ჰორმონები, რომლებიც იმუნიტეტის ამაღლებაში მონაწილეობს. აუცილებელია ასევე ალერსი. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სიკეთით გავახაროთ ბავშვები”, – საუბრობს ყარამან ფაღავა.
„გაუშვით ბავშვები სოფლებში, მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“ – ყარამან ფაღავა