LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძის სიძე საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით წავიდა

227
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის სიძე საქართველოდან ამერიკაში არალეგალური გზით წავიდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, არალეგალური გზით ამერიკაში შეღწევის გეგმის სისრულეში მოყვანა მირიან ოქროპირიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წყაროს თქმით, თინათინ ხუნდაძის ქმარი შუამავალთან მოლაპარაკებებს  2022 წლის ბოლოდან აწარმოებდა.

ხუნდაძის სიძის აშშ-ში არალეგალურად წასვლის ფაქტს „ტვ პირველთან“ ადასტურებენ მირიან ოქროპირიძის დედაც და ცოლიც. ისინი ადასტურებენ, რომ „ხალხის ძალის“ ლიდერის სიძეს აშშ-ს ვიზა არ ჰქონდა.

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიძის დედა ადასტურებს, რომ ოქროპირიძეს ოფიციალური ვიზა არ ჰქონია. იმავეს ამბობს დიმიტრი ხუნდაძის შვილი, თინათინ ხუნდაძე.

„ზუსტად არ ვიცი რით წავიდა, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა არის ჩვენი პირადი ურთიერთობა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. მეც, მამაჩემიც არის ამით ძალიან უკმაყოფილო. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში“, – ამბობს დეპუტატის შვილი, თინათინ ხუნდაძე.

არსებული ინფორმაციით, შტატებში ოფიციალურად წასვლისთვის საჭირო ვიზა, მაღალჩინოსანს არ მისცეს, ამიტომ მირიან ოქროპირიძემ ე.წ. გადამყვანს მიმართა. ხუნდაძის სიძის ამერიკაში წასვლამდე სამსახურში პრობლემები შეექმნა.

„ტვ პირველის“ წყაროს თქმით, ქვემო ქართულის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ხე-ტყის მასალების უკანონო ვაჭრობის სავარაუდო მფარველობაში ამხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g