კომპანია Porsche რუსეთის ბაზარს ტოვებს და თან საკმაოდ დიდი ხნით. გერმანული ბრენდი, რომელიც Volkswagen Group-ის კონცერნის შემადგენლობაშია, ყველა აქტივს ყიდის, თუმცა 5-10 წელში უკან გამოსყიდვის პირობით. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახურმა ყოველწლიურ გლობალურ ანგარიშზე ისაუბრა. ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლება ასეთი შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე კი საქმის ზუსტი დეტალები არავინ იცის.
Porsche-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია რუსული ბიზნესის გაყიდვაზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შეთანხმდა. ბრენდის ხელმძღვანელობამ მყიდველიც იპოვა. როგორც კონტრაქტში ეწერა, აქტივები იყიდებოდა იმ პირობით, რომ Porsche 5-10 წლის ვადაში მათ უკან დაბრუნებას შეძლებდა. ასე რომ კომპანია რუსეთის ბაზარს მინიმუმ 2028 წლამდე ტოვებს.
ამ დროისთვის, გერმანული ბრენდის გაყიდვის საქმეს რუსეთის ხელისუფლება აფასებს. Porsche-მ თავისი საქმიანობა 2022 წლის 4 მარტს შეწყვიტა. მანამდე რუსეთის 20 ქალაქში 26 სადილერო ცენტრი ფუნქციონირებდა, ავტოსალონებში 718–ის და 911-ის ოჯახობის სუპერქარების, ასევე მდიდრული Panamera-ს, Macan-ისა და Cayenne-ს ყიდვა იყო შესაძლებელი.