2023 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოქვეყნდა. სიაში პირველ ადგილს უკვე 6 წელია ფინეთი იკავებს, მას დანია და ისლანდია მოსდევს. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ისრაელი და ნიდერლანდები იკავებს.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო, 109 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა.
“ბედნიერების ინდექსს” გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაცია სიცოცხლის ხანგრძლივობის, მთლიანი შიდა პროდუქტის, კორუფციის დაბალი დონისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე იღებს. რეიტინგის ავტორები გამოკითხვას 150-ზე მეტ ქვეყანაში ატარებენ. “ბედნიერების ინდექსის” საბოლოო შედეგები გამოკითხვამდე წინა სამი წლის მონაცემებს ეყრდნობა.
“საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა პაპუაშვილი