LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში 1 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

107
ოქრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “სარფი”, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 926.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული, ექსპერტების მიერ შეფასებული, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 367.24 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.