LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

192
5e293b68-f8b7-4291-ac39-4fda572ba9b9_w1200_r1

“ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება”, –  ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ასევე იმაზე, რომ განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ 12 რეკომენდაცია მალე შესრულდება.

„შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება.

ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება. აქ არ არის საუბარი უბრალოდ რაღაც 12 საკითხის და პუნქტის შესრულებაზე, განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება. ბუნებრივია შევეხეთ სხვა საკითხებსაც.

მე მინდა გითხრათ, რომ თუ მთელი ერი, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები არ გავერთიანდებით ისტორიული მიზნის მისაღწევად და არ გადავდებთ ყველაფერ იმას, რაც ხელს გვიშლის ჩვენ და არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს პირველ ადგილზე, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ჩვენ არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა გაშვებული შესაძლებლობის მდგომარეობას.

ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს სამშობლოზე, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g