LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის ხიდზე დღეს ღამით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

4

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს ღამის 24:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 06:00 საათიდან ხიდზე აღდგება ნაწილობრივი შეზღუდვა.

ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები