LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე შემრცხვა, თავი მაღლა ვერ ავწიე!.. ეს შენიშვნა ხმამაღლა გააჟღერა პედაგოგმა..! კი არ შურდათ, უბრალოდ ბოროტებას ჩადიოდნენ!“ – მომღერალი თათია კობალაძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

315
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც წლების წინ მარინა ბერიძემ შესარჩევ ტურზე დაიწუნა და შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილე გახდა, საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელ მიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ჰყვება, თუ რა გზის გავლა მოუწია წარმატების მისაღწევად.

„მონაცემი“, როგორც ამბობს ქალბატონი მარინა, არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა, რაც არის ახლა“ – თათია კობალაძე მარინა ბერიძეს მადლობას უხდის

„იბრძოლეთ!

იშრომეთ! არავის შურს არავისი ხალხნო არა!!!! უბრალოდ არსებობენ ბოროტი ადამიანები, ვისაც არ უხარიათ სხვისი წარმატება და ბოროტებას აფრქვევენ ყველგან!

ამ ადამიანების გამო უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ რომ სულ ყველგან გვხედავდნენ!

არავინ არავის საზღვრებს არ გვიკეტავს! წადით, სადაც გული მიგიწევთ!

აქ არ გვიმართლებს კონკურსებში?! სხვაგან სცადეთ !

საერთოდ არ მიტყდება და გეტყვით რომ ხშირად მშიერი ვყოფილვარ კონკურსებზე როცა მივდიოდი, რეპეტიციებზე მშიერი მივდიოდი ! გაქექილი ფეხსაცმლითაც ! უცხო ქვეყანაში, იქ სადაც არავის იცნობ ! არც იმდენი ფული გაქვს მაგალითად, როგორც იქ იმ კონკურსში მყოფ დანარჩენ ქართველებს! იცით რა?!

დიახ, მეც

მაბულინგებდნენ!

ხან წონის გამო, ხან ჩაცმის სტილის, ნუ ჩემს ენაზე რომ ვთქვა, აღმიქვამდნენ, როგორც ძონძის კუკლას ბევრი მიტირია!

თათია კობალაძე: „მარინა ბერიძე შემეხმიანა და მითხრა, რომ საკუთარი სიძლიერე დავამტკიცე!..“

მარინა ბერიძის მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა და აღარ მინდა, რამე ვთქვა...

ბევრჯერაც შემრცხვენია, იმის გამო რომ თუნდაც აერობიკაზე

„უკრაინის X- ფაქტორში“  არ მქონდა სპორტული ტანისამოსი და ჩვენი პედაგოგი არ მაცეკვებდა მონაწილეების ერთად !

ხმამაღალი შენიშვნა კიდევ ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი!

ეს შენიშვნა ხმამაღლა მესამე დღეს გააჟღერა პედაგოგმა და მანდ მინდოდა რომ მოვმკვდარიყავი!

ისე შემრცხვა, ისე რომ თავი ვერ ავწიე მაღლა!

ეს ყველა კონკურსანტმა გაიგონა, ვინც ვიყავით „ლაივებზე“, ნუ, რა თქმა უნდა ქართველებმაც თუმცა, იმის ნაცვლად რომ დავემშვიდებინე, პირიქით, პირში ვერა, მაგრამ როცა ეგონათ რომ არ მესმოდა და მუსიკებს ვუსმენდი ხშირად მესმოდა მათი საუბარი !

მაგალითად!

? ამას აქ რა უნდა !

? ფუ, რას გავს!

? ამან ხომ ტვინი წაიღო თავისი ოჯახით !

? ან რა აცვია სარკეში არ იხედება?!

ამ ყველაფრის მიუხედავად , იმდენად მინდოდა რომ, ყველგან სადაც ხმას მივაწვდენდი მემღერა, და დამემტკიცებინა დიახ , მე ნამდვილად შემიძლია !

მე გავუძელი ყველანაირ წნეხს! დაცინვას! ბულინგს! ყველაფერს ! აი ყველაფერს !

ეს ერთი კონკურსის ისტორიაა !

ერთი ისტორია,  და ყველაფერი რომ მოვყვე ალბათ არ მეყოფა დღეები!

თუმცა არ ვთვლი რომ ამ ადამიანებს შურდათ ჩემი ! არააა! კი არ შურდათ უბრალოდ ბოროტებას ჩადიოდნენ!

„ალბათ უნებურად.”

ნუ ხართ ფიქრში, რომ ვინმეს შურს !

უბრალოდ არიან კეთილი და ბოროტი ადამიანები!

?მთავარი იცით რა არის ?!

?სიკეთე და სიყვარული!

აი ზუსტად ვიცი , არავის გისურვებთ ცუდს , და არცასოდეს შემეშინდება სიკვდილის !

? უცოდველი არავინ ვართ თუმცა ,ბოროტება არც არასოდეს მისურვებია სხვისთვის , და არც გამიკეთებია!

? ხო და კიდევ ერთს ვიტყვი, აფერისტობას მოეშვით! პირდაპირ თქვით ყველაფერი, და არ უყვარდეთ ბევრს ვიდრე, იყოთ აფერისტი და გვერდზე ილაპარაკოთ!

P.S. მე მაგიტო არ გეხატებით ბევრს გულზე, მაგრამ ძააან მეცინება!

მორიელის ყველაზე მაგარი თვისება არის პირდაპირობა! ისტერიკის და სკანდალების გარეშე !

არასოდეს შევიცვლები !

ვისაც არ მოგწონთ ჩემი პირდაპირობა და მაქილიკებთ ამის გამო, ესეც თქვენი ნებაა! ყველას ვერ მოვეწონები! მთავარია მე ვიყო მართალი ჩემს თავთან!“, – წერს თათია კობალაძე.

„გეყოფათ, ნურც მას აყენებთ შეურაცხყოფას მეგობრებო, ნამდვილად არ არის ეგ ჩემი მიზანი!“ – თათია კობალაძე მიმართვას ავრცელებს

ვიდეო: მომღერალი თათია კობალაძე მარინა ბერიძეს ვიდეოს უძღვნის: „ეს მინიმალური კრებული უნდა დამედო თქვენთვის, ქალბატონო მარინა!…“

მარინა ბერიძე გიორგი გიგაშვილზე: „საოცარი პიანისტი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. თვალის დადგმა მეხერხება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები