პროექტის “ვეძებ” ავტორი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. თამუნა ბიოლოგიური ოჯახის მაძიებელ ქალს ეუბნება, რომ მისი ოჯახი იპოვა.
როგორც ირკვევა, კახეთიდან წყნეთის ბავშვთა სახლში გაშვილებულმა სამმა და-ძმამ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.
თამუნა მუსერიძე ლაივ ჩართვაში აღნიშნავს, რომ ჩაწერის დასრულების შემდეგ და-ძმა ერთმანეთს შეხვდებიან.