ქუთაისში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით 17-მდე ჭრილობა მიაყენა. 37 წლის ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა პირველ აპრილს, საღამოს მოხდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეზობლებმა იპოვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა. ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცის ცხედარი მის მშობლიურ სოფელ ხობშია გადასვენებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 11 პირმა 109 მუხლით დაიწყო.