LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური ოპოზიციას: „აბა ერთი შემომხედეთ, რამე ხომ არ გეშლებათ.. ეს მართლაც პოლიტიკური ტურები, პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავიხართ“

155
Untitled design (1)

„ბატონო შალვა კერესელიძე, აბა, ერთი შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ, ვინ არის თაღლითი, ან რუსეთუმე, აი, ვისზე ლაპარაკობთ“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს.

ღუდუშაურმა მიმართვის დროს აღნიშნა, რომ „ასეთ რაღაცებს არავინ არ გაატარებს“.

„ჩემზე საუბრობთ? ჩემს რომელიმე კოლეგაზე საუბრობთ? დაასახელეთ, აბა, კონკრეტულად ვისზე საუბრობთ.

ძალიან გთხოვთ, როდესაც გამოდიხართ და ასეთ რაღაცებს საუბრობთ, მე ვიტყოდი, რომ კადრულობთ, ომახიანად რომ საუბრობთ, უნდა გეყოთ, ცოტა მარილი მოაყაროთ და თქვათ, ვინ არის ასეთი? დაასახელეთ, რაში გამოიხატება, შემომხედე და მითხარი, ვინ არის თაღლითი, ან ვინ არის რუსეთუმე, ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს არავინ არ გაატარებს აქ..

აქ ჩემგან ხელმარცხნივ, ამ პოლიტიკურ ტურებს, ყველას არ ეხება..

ჩვენ აქამდე ვხედავდით პოლიტიკურ სვავებს, აი ეს ადამიანები, ახლა, რომ დაინახეს რაღაც ერთგვარი სუნი იგრძნეს, რაღაც რევოლუციური და აჟიტირებულები დარბიან ეს მართლაც პოლიტიკური ტურები, რამე ხომ არ გეშლებათ ერთი თქვენ, აბა შემთხვევით, კარგად დაფიქრდით..

სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ, თქვენს პარტიულ ტელევიზიებში რომ დადიხართ და კნავიხართ იქ რაღაცებს, კარგად დაფიქრდით და უფრო მეტად დაფიქრდით, ვიდრე ოდესმე დაფიქრებულხართ, რევოლუციები და რაღაცები რომ გესიზმრებათ. ვის რას უხდით მადლობას, თქვით და გაემიჯნეთ აბა – კლასტერი გააკეთეთ, თქვენ ხართ უმეტესი ნაწილი ბოროტები“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები