დასავლური მედია ლეონარდო დიკაპრიოსა და ამერიკელი ტელე და რადიო წამყვანის, 28 წლის მაია ჯამას რომანზე ალაპარაკდა. ინსაიდერის ცნობით, წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო და მათ შორის რომანი გაჩაღდა. მართალია, ორივე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ისინი ერთად დროის გატარებას მაინც ახერხებენ და ურთიერთობის გასერიოზულებას არ ჩქარობენ. აღსანიშნავია, რომ მაია გასულ წელს საქმროს, ავსტრალიელ კალათბურთელს, ბენ სიმონსს დაშორდა. ასე რომ, ის ახლა მზადაა ახალი ურთიერთობებისთვის.
პარალელურად ამისა გამოცემა ET იუწყება იმის შესახებ, რომ ლეო მოდელს, ჯიჯი ჰადიდთან შეხვედრებს აგრძელებს. გამოდის, რომ 48 წლის გულთამპყრობელი „ოსკაროსანი“ მსახიობი, ორ უმშვენიერეს ქალბატონს ერთდროულად ხვდება.
„ლეონარდო დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდსა და მაია ჯემას ერთდროულად ხვდება“, „ერთი გასროლით ორი ქალღმერთი“, „ლეო ლამაზმანების გულთამპყრობელია“, – აღნიშნული სათაურებითაა აჭრელებული დასავლური მედია.
ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ლამაზმანი? – 48 წლის მსახიობი კომენტარს აკეთებს
ერთდროულად ორ გოგოსთან პაემნის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიოს ღამის კლუბიდან „აპარებენ“
ასაკობრივი ზღვარი გადალახულია! – ლეონარდო დიკაპრიო 32 წლის მოდელს, მადალინა გენეას დაუბრუნდა?