LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახსაც აქვს პოზიცია, რომ ეს არის მკვლელობა“ – ადვოკატის განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ

269
ფორტუნა - 2023-04-06T173634.353

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ უახლოეს პერიოდში ცნობენ. ამის შესახებ „ფორტუნას“ ოჯახის ადვოკატმა ხატია ყურუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, თბილისის პროკურატურაში ხელმძღვანელი პირები გარდაცვლილი გოგონას დედას შეხვდნენ.

„მოგვცეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ხვალაც დედას დაზარალებულად ცნობენ“,  – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, გარდაცვლილი გოგონას ოჯახი გამორიცხავს ვერსიას, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია გამხდარიყო.

„გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ გამოძიების მთავარი ვერსიაც ეს არის. ოჯახსაც აქვს პოზიცია, რომ ეს არ არის ტრაგიკული შემთხვევა და არის მკვლელობა, რომელსაც ჰყავს შემსრულებელი და შესაბამისად, უნდა მოიძებნოს, ვინ არის დამნაშავე.

დღეს შევხვდით საქმის ზედამხედველ პროკურორს, საქმის მასალები გადმოგვეცა. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გარდაცვალების უშუალო მიზეზს დაადგენს.

ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ვერსიას, რომ გოგონა შესაძლოა, საკვების მიღების შედეგად გარდაცვლილიყო და ჩვენც ეს პოზიცია გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ცნობილი იყოს, ზუსტ დროს ვერ გვეუბნებიან“. – ამბობს ხატია ყურუა.

„ინფორმაცია, თითქოს გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, სრული სიცრუეა“ - დედაქალაქის მერია

„ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.“

ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილი ფაქტობრივად განადგურდა და ვერანაირი ექსპერტიზის ჩატარება ვეღარ მოხერხდება.

„სამწუხაროდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილი ვერ დაიცვა. ეს ადგილი არ უნდა ყოფილიყო ხელშეხებული გამოძიების დასრულებამდე. შესაძლოა, გამოძიებასაც დასჭირვებოდა საგამოძიებო  ექსპერიმენტი. ახლა ეს ყველაფერი შეუძლებელია. დადასტურებულად ვერავინ ვიტყვით, რომ ეს განზრახ მოხდა თუ შემთხვევით.

[თუ შემთხვევით მოხდა]კიდევ უფრო უარესი, რადგან წარმოუდგენელია, ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი გადაითხაროს. ამ ფაქტით თვითონ მერიაც უნდა დაინტერესდეს და შესაბამისად, მოითხოვონ პასუხი“. – აცხადებს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, „ოჯახს ერთ კონკრეტულ პირზე ეჭვი არ აქვს და პროკურატურასთან ერთად სხვადასხვა ვერსიას ამუშავებს“.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

„ნაზი, ფერია გოგონა იყო.. პანდემიის დროს, ოჯახი ერთი წელი ლიეტუვაში იყო, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ“ – რას ამბობს გარდაცვლილი მოზარდის პედაგოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g