დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოზარდის ბაბუამ განუცხადა.
ცხედარი სახლში გადაასვენეს.
„ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ,“ – აღნიშნავს ბაბუა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ უპოვიათ გოგონას ტელეფონი.
„ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია. ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს. გამორთულია“. – აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.
მომხდარს ეხმაურება საზოგადოების არაერთი ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით.
იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“
მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn