LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

603
ფორტუნა - 2023-03-17T112341.738

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილ იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მანამდე მომხდარის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ბებია საუბრობს და გამოძიებით ბევრს კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

„ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ „გარაჟებთან“ გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა.. იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?“. – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge -სთან საუბარში.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე:

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g