LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით

142
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.

„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი – მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან – როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან.

რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მით უმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა.

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოში ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, რათა სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა – დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარ ჩარევებისგან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის ამაყობს საქართველოს სასამართლოთი და ყველა მოსამართლით.

„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის.

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს 5 აპრილს სანქციები დაუწესა.

ამავე თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წულუკიანი: „ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს, გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება..“

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

ირაკლი შენგელია: ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების ორგანოს, სადავო გავხადო სანქცირებაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას არ ვაპირებ

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები