საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია. ორგანიზაციამ მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა.
2024 წლისთვის კი სავალუტო ფონდი საქართველოში კვლავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს.
IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.