LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე

142
რომან გოცირიძე

BBC-ს საგამოძიებო სტატიას თაღლითურ სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმიანება.

„მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა“ – BBC სტატიას აქვეყნებს სქემაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული

„ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა, ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ათასობით ჟურნალისტური გამოძიება ტარდება და თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა ცივილიზებულ ქვეყნებში.

შეიძლება ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც და მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზეც მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი სიუჟეტი „ბიბისის“ დონის ტელევიზიაში, თუ ის არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოიხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ.

საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ ამას, თუ სასამართლოს ვერდიქტი იქნება. გამორიცხული არ არის, პირიქით, „ბიბისის“ იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა.

საქართველოში რომ კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრი“ დაეფუძნებინა, ეს სუსმა არ იცოდა? ჩვენი სუსი 130 მილიონს ისე ჭამს და ხრავს, ერთი აგენტი არ გამოუვლენია, რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა?

მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში. სად არის ერთი მტკიცებულება? რაიმე მტკიცებულება თბილისში არსებულ „ქოლ–ცენტრთან“ დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g