საქართველოს დრიფტის ფედერაცია გრანდიოზული ტურნირისთვის ემზადება. Drift King 2016, რომელიც 5 ეტაპად იყოფა, 8 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიხსნება და საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.
როგორც ჩვენთან საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი სარიშვილმა განაცხადა, ტურნირის ორგანიზებას გამოცდილი საორგანიზაციო გუნდი კურირებს, რომლებსაც არაერთხელ ჩაუტარებიათ მსგავსი შეჯიბრებები, თუმცა ფედერაციის სახელით მათთვის პირველი გრანდიოზული ტურნირია.
თითოეული ეტაპი განსხვავებული იქნება სხვადასხვა შოუებითა და ფორმატით. აგრეთვე განსხვავებული იქნება მონაწილეთა კლასიფიკაცია, რომელიც წინამორბედი შეჯიბრებებისგან განსხვავებით, მხოლოდ პროფესოინალთა კლასით შემოიფარგლება. შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა.
დასკვნითი ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 3 საპრიზო ადგილის მფლობელი. პრიზების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ჩვენთან საუბრისას გიორგი სარიშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის სეზონის გამარჯვებულს სოლიდური ფულადი პრიზი გადაეცემა, ხოლო ეტაპების გამარჯვებულები სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდებიან…
აქვე იხილეთ პრომო ვიდეო, რომელიც საქართველოს დრიფტის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე, სულ რამდენიმე საათის წინ განთავსდა.