LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გელა დონაძე: „16 წლის ვიყავი, პირველად უწმინდესთან რომ მოვხვდით მე და ჩემი ძმა. გავიდა 23 წელი…“

347
გელა და ანუკი

მომღერალმა გელა დონაძემ ისაუბრა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში უწმინდესთან ურთიერთობის შესახებ:

„ადრინდელ პერიოდში ტაძარში შესვლა ძალიან დიდი პრობლემა იყო. უწმინდესის მადლით, ერი გაერთიანდა და ტაძარში მისვლა დიდი სიხარულია. ჩვენ გვიწევს ზუსტად იმ ლიტურგიაში მონაწილეობა, რომელსაც უწმინდესის წირვა-ლოცვა ჰქვია. აღდგომის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ბრწყინვალე დღესასწაულია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი გადარჩენაა. 16 წლის ვიყავი, პირველად უწმინდესთან რომ მოვხვდით მე და ჩემი ძმა. გავიდა 23 წელი“.

ანუკი ცქვიტინიძემ ისაუბრა, თუ როგორია მათ ოჯახში სააღდგომო სამზადისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g