LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FBI-მ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავა

136
cxzxcxzxcccc

FBI-მ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული 21 წლის ჯეკ ტეიშეირაა.

„დღეს იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა ჯეკ დუგლას ტეიშეირა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის არაავტორიზებული გადაცემის გამოძიებასთან დაკავშირებით. ტეიშეირა არის აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი“, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

ცნობისთვის, ის ეჭვმიტანილია პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას უკრაინის ომისა და შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g