ფაქტი, რომ Range Rover Evoque მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია, ყველასათვის ნათელია. ავტომობილი არ კარგავს აქტუალობას, როგორც შიდა, აგრეთვე გარე ბაზარზეც. თუმცა, ის, რაც ბრიტანეთში მოხდა, მოლოდინს აჭარბებს…
საუბარია Range Rover Evoque-ზე, რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ იუბილის აღსანიშნავად გამოიყენა. ის ავტომობილში მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგთან, პრინც ფილიპესთან ერთად გამოჩნდა, რომელსაც 10 ივნისს 95 წელი შეუსრულდება.
აღსანიშნავია, რომ სამეფო დღესასწაულებს ოჯახის წევრები ქალაქში სეირნობით აღნიშნავენ და ეს მთელს ბრიტანეთს ძალიან მოსწონს. ამის მაგალითია პრინც უილიამის ქორწილიც, რომელიც 2011 წელს გაიმართა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა, ქალაქის ქუჩებში დიდი გასეირნება მოაწყვეს.
რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც სპეციალურად დედოფლის დაბადების დღისთვის დამზადდა, საკმაოდ საინტერესო და უცნაური სანახავი გახლდათ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ავტომობილის უკანა ნაწილისა და საბარგულის სახურავები, რომლის არ არსებობამ და კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილად გამოჩენამ, დედოფალი ხალხთან კიდევ უფრო დააახლოვა.
ამასთანავე, აღსანიშნავია განსხვავებული შეფერილობაც. რომელიც სტანდარტულისგან განსხვავებით, მუქი შინდისფერი გახლდათ. როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლის დახმარებითაც დედოფალმა ელისაბედ II-მ დაბადების დღე ”გადაიხადა” აუქციონზე გაიყიდება და თანხა ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება.