მაშველმა გიორგი გოგიჩაიშვილმა აღდგომის დღეს, ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მაშველმა დაგვიდასტურა.
როგორც გიორგი გოგიჩაიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, „მოზარდი წყალში ბანაობისას შენიშნა“ და ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანა.
მოზარდის გადარჩენის ვიდეოს ფეისბუკგვერდი „ქუთაისელები“ ავრცელებს.