საზოგადოება ლელა წურწუმიას მორიგ კონცერტს ელოდება.
როგორც ცნობილია, ქართველი პოპ დივა მსმენელის წინაშე 5 მაისს კლუბ მონოჰოლში წარდგება.
რა თქმა უნდა, ლელასთან ერთად კონცერტზე იმღერებს ბენდი „ნონ სტოპი.“
ვიდეოს, სადაც ლელა ბენდთან ერთად რეპეტიციებს გადის, პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
როგორც მამულიჩა წერს, ლელამ და ბენდმა კონცერტისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.
ვიდეო: კადრები რეპეტიციიდან – ლელა წურწუმია მორიგ კონცერტს გამართავს