LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე ოპოზიციაზე: საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ახლა პირველ კლასში არიან, იმედი მაქვს, 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ

145
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ, – ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს.

„მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის.

საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ.

2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება, რა თქმა უნდა, და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას. ყველა საკითხს აქვს რაღაც განზომილება. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არ არის საინტერესო და ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. კი ბატონო, ჩაატარონ აქცია ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g