საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი“ მოაწყვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების „ქოლ-ცენტრი“ გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 – კაციანი ჯგუფი დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ყაზახეთის შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი“.