LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

34

ოკუპირებული აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატს – მსოფლიო თასს – მასპინძლობს. ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტის, დიმიტრი ფაღავას განმარტებით, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. თამაშებს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120 ჟურნალისტი გააშუქებს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია” წერს.

„სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციით, სოხუმში ფიფა-ს წარმომადგენლებიც ჩავლენ.

ConIFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატში 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები.

ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფო ტურნირს გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ.

ფინალური თამაში 5 ივნისს ჩატარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა „სპუტნიკ აფხაზიას” ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ფიფა-ს წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.

”რაც შეეხება აფხაზეთში ფიფას წარმომადგენლის ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს დადასტურებული არ არის, ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და თუ დადასტურდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები