LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაპუაშვილი, კობახიძე და მდინარაძე დასანქცირების პრეტენდენტი უნდა გახდნენ“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ თამარ კორძაიას 

254
თამარა კორძაია

„შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტი, რადგან საბოლოო ჯამში, ისინი პარალიზებას უკეთებენ საპარლამენტო საქმიანობას და ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ არის ერთიანი და არავითარი სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს. ისინი არიან ერთად“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

აღნიშნულით კორძაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამო – პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომებზე პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და მეორე, სახელმწიფომ სახე შეინარჩუნოს.

„რატომ არის კომისია მნიშვნელოვანი – „ქართული ოცნება“ უშვებს პოლიტიკურ შეცდომებს და ის ამაში აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. მეორე – კომისიას თავისი არსებითი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სახელმწიფოს სახე. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია უნარჩუნებს პარლამენტიდან სახეს ამ ქვეყანას“, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დისკუსიამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ გამჭვირვალობა და სამართლებრივ-პოლიტიკურად საკითხების შესწავლა აბსოლუტურად მიუღებელია. კორძაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თვითლუსტრაციის პროცესი დაწყებული აქვს.

„მათთვის გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალე პროცესის პირობებში, ნამდვილად ბევრი საინტერესო ამბავი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ იმდენად უნდა დაიცვან სასამართლო სისტემაში მათი გავლენიანი პირები, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას.

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

„საქართველოში არავინ დაუშვებს, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს“ - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მე არ მახსოვს არცერთი პრეცედენტი, სადაც უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თვითლუსტრაციის პროცესი დაწყებული აქვს. ეს არ არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალს და ძალაუფლებისთვის იბრძვის და ა.შ.

ეს გაცილებით უფრო დიდი პროცესია იმიტომ, რომ ნათლად ადასტურებს უკვე არა მხოლოდ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის არსებობას, არამედ იმას, რომ საერთოდ ქვეყნის ხელისუფლება არის „კლანი“, – განაცხადა კორძაიამ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, საქართველოს დასავლური მხარდაჭერა ჰქონდა, აქვს და 2024 წლის მერეც ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

კორძაიას ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ნონსენსი, ლოგიკა გაუმართავია და ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს.

გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება პრეცედენტი დავუშვათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ შეამოწმოს, დაიბაროს მოსამართლეები

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტი არ არის რომელიმე საგამოძიებო სტრუქტურის ალტერნატივა:

„საგამოძიებო პროცედურების წარმართვა სწორედ საგამოძიებო სტრუქტურების მოვალეობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფუნქციის დუბლირება მოხდეს და პარლამენტი ვაქციოთ საგამოძიებო სტრუქტურად.

საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს კონკრეტული წესი და არ მგონია კრიტერიუმად გამოდგებოდეს ის, რომ თუნდაც ოპოზიცია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე მიუთითებს და ყველა საგამოძიებო ფუნქცია წამოიღოს პარლამენტმა.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g