LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არა, სხვები: ბლატერი წილისყრის დროს ჩაწყობებზე ალაპარაკდა

40

წილისყრის დროს ფალსიფიკაციას ვხედავდი, თუმცა ეს თავად არასდროს გამიკეთებია – განაცხადა ფიფას გადაგდებულმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა.
შვეიცარიელი ექსჩინოვნიკი ირწმუნება, რომ მისი სინდისი სუფთაა.

”საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ფალსიფიკაცია. ეს იყო მოტყუება და ხდებოდა ევროთასების ერთ-ერთი ტურნირის წილისყრის დროს. ეს გაკეთდა იტალიური გუნდისთვის. მაშინ ბურთულების იდენტიფიცირება ხდებოდა მათი გაცხელებით ან გაციებით. მე ვიყავი მოწმე, მაგრამ თავად არასდროს მიმიღია ამაში მონაწილეობა. სხვა პრეზიდენტები – კი, მაგრამ მე ბოლომდე სუფთა ვიყავი. მე არასოდეს დამირღვევია კანონი და ჩემი სინდისი სუფთაა”, – აღნიშნა ბლატერმა La Nacion ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები