LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში დააკავეს ქართველები, რომლებიც ისრაელში ჩასვლას მოპარული პასპორტებით ცდილობდნენ

202
Fortuna.ge

მედიის ცნობით, გასულ ოთხშაბათს, ჰოლანდიის აეროპორტში, 30 წლამდე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

ისინი ისრაელში გაფრენას ცდილობდნენ. ჰოლანდიის აეროპორტში ჩატარებული გამოძიების დროს გაირკვა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა ისრაელის მიერ გაცემული არც პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი.

გამოძიების თანახმად, ქართველებმა ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს პასპორტების მონაცემები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებს ეკუთვნით.

გამოყენებული პასპორტებიდან ორის რეალური მფლობელი ცოცხალი აღარაა.

გამოცემა წერს, რომ ოთხივე ქართველს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

magti 5g