LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოლოდინია, რომ  უახლოეს თვე-ნახევარში პროექტი სრულად იქნება გაყიდული“ – ვინ არიან „ცენტრალ პარკ თაუერსის“ ინვესტორები

814
თორნიკე ჯანაშვილი

„ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტში, რომელსაც კომპანია „ორბი ჯგუფი“ „ბლოქ ჯგუფთან“ ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენებს, ინვესტორები, ძირითადად საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც „ბლოქ ჯგუფის” გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, კომპლექსში 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

„მშენებლობა 1 წელია, რაც დაიწყო და ყველაზე რთული სამუშაოები უკვე მორჩენილია. შესაბამისად, მშენებლობა 2024 წლის ბოლო სრულად დასრულდება, როგორც სასტუმრო კომპლექსის, ასევე მთელი ინფრასტრუქტურის. დაინტერესება ძალიან დიდია, ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რაც პირველად დაანონსდა პროექტი და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით 5-6 პოტენციურ ინვესტორს. უკვე 60%-ზე მეტი გაყიდული და დაჯავშნილია. ჯერჯერობით, პროექტის შესახებ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გვაქვს გაჟღერებული, ვერ მოვასწარით, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაგვეწყო პროექტის მარკეტინგი, მაგრამ დაინტერესება ძალიან დიდია. დაახლოებით მოლოდინია, რომ  უახლოეს თვენახევარში პროექტი სრულად იქნება გაყიდული. დაინტერესებული არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე, ჩვენი თანამემამულეები რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. სხვადასხვა ტიპის ინვესტორები, ისინი, ვინც ეძებენ უსაფრთხო, გრძელვადიან, სტაბილურ ინვესტიციას უძრავი ქონების მიმართულებით. ნამდვილად ინოვაციური პროდუქტია და შესაბამისია დაინტერესება იმიტომ, რომ მომგებიანობა და ის ინოვაცია, რაც ამ პროდუქტს აქვს, ინვესტორისთვის მიმზიდველია. პროექტს ანალოგი არ ჰყავს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი „ფორტუნასთან“.

ერთ-ერთი თაუერსის ბოლო სართულზე, სადაც „რედისონ ბლუ“ იქნება წარმოდგენილი, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ოთხი პენტჰაუსი მოეწყობა, სადაც მ²-ის ღირებულება $20 000 იქნება. თორნიკე ჯანაშვილის თქმით,  პროექტში განთავსებული პენტჰაუსებით ორი რეალური მყიდველია დაინტერესებული. როგორც „ბლოქ ჯგუფის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ინვესტორს პენტჰაუსების მუდმივ საცხოვრებლად გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

„ფასწარმონაქმნი შემთხვევითი არ ყოფილა. ჩვენ შესწავლილი გვაქვს მსგავსი ტიპის მაღალ კატეგორიაზე რა მოთხოვნაა, რა საშუალო ღირებულებით ქირავდება. ეს ოთხი პენტჰაუსი არის ფართი, რომელიც ინვესტორმა შეიძლება მუდმივ საცხოვრებლად გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, მთლიანად სასტუმრო კომპლექსია, სადაც განთავსდება 1400 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ნომერი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ჯანაშვილი.

„ცენტრალ პარკ თაუერსის“ ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც „ბლოქ ჯგუფში” განმარტავენ, პროექტი საქართველოს დედაქალაქის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე დაინტერესებას გაზრდის.

„ყველა ინფრასტრუქტურული კომპონენტი, რომელიც ამ პროექტში არის, უნიკალურია და მათი ერთობლიობა კიდევ ქმნის უნიკალურობას, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, რეგიონისთვის და თბილისს აუწევს სტატუსს და მნიშვნელობას საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა ვიზიტორისთვის. პროექტი აუცილებლად გააჩენს დამატებით მოთხოვნას და დაინტერესებას ჩვენი დედაქალაქის მიმართ. გაკეთდება ყველაზე დიდი, მულტიფუნქციური ივენთჰოლი, რომელიც 2500 ადამიანს დაიტევს და იქნება პირველი საქართველოში. კომპლექსში მოეწყობა მაღალი კლასის ყველაზე დიდი კაზინო, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, მაღალი კლასის საოფისე სივრცეები და შეხვედრების ოთახები, 7 რესტორანი და 1400 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ნომერი, საპარკინგე სივრცეები 400 მანქანაზე, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. პროექტის ყველა კომპონენტი არის უნიკალური და გამორჩეული“, – აღნიშნავს თორნიკე ჯანაშვილმა „ფორტუნასთან“.

თბილისში ინოვაციური „ჰოტელ ჰაბი“ შენდება – რა პირობით შეიძენთ „ცენტრალ პარკ თაუერსში“ 18-ნომრიან სასტუმროს