LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა

293
ფორტუნა - 2023-05-08T220633.156

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

როგორც „ფორტუნას“  შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.

სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ვაკის პარკში, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g