დღეს 9 მაისია…სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, გამარჯვება არ იქნება, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე მოსახლეობას.
„დღეს არის 9 მაისი და ვიღაცები კიდევ, რატომ, ვითომ რაღაც დაპირისპირება არის ამ 9 მაისის… ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და ის 9 მაისი, 8 და 9, გააჩნია ვინ როგორ, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი, არა, ეს ერთი არის. დამარცხება ტოტალიტარიზმის, არის სწორედ ევროპა.
დამარცხება ტოტალიტარიზმის არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება და ამ გამარჯვების გზაზე, ჩვენ ვართ გზა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში, აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა, რომ აქ იყოთ ევროპელები”, – აცხადებს პრეზიდენტი.