LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ამას გეტყვიან, გულში თითქოს რაღაც გაგეკაწრება, გეწყინება.. სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს“ – გაიცანით ნინი თევზაძე, რომელიც ჰოლივუდის მსახიობობაზე ოცნებობს

266
Untitled design

„ბავშვებს, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ, ვეტყვი, რომ ხელი არ ჩაიქნიონ, მიაღწიონ საკუთარ დანიშნულებას, კარგად ისწავლონ და ბოლოს სურვილები აუსრულდებათ“, – ასე მიმართვას თანატოლებს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 11 წლის ნინი თევზაძე, რომლის შესახებ სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადა.

„გვითხრეს, რომ მედიკამენტის შემოსატანად პროტოკოლი 10 ივნისამდე დამტკიცდება“ – მაკა გოჩიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  

ახლა ნინის ყველაზე დიდი სურვილია, სამკურნალო წამალი ჰქონდეს, მომავალში კი ოცნებობს, ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდეს და ფერად-ფერადი კაბებით წითელ ხალიჩაზე გამოჩნდეს:

„მომწონს ასეთი პრანჭვა…

სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს.

მინდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოვიდე, ბრჭყვიალა კაბებით გამოვიდე წითელ ხალიჩაზე. პატარაობაში, როდესაც ფილმებს ვუყურებდი მოდებზე, ხალიჩას დავფენდი და ახალ-ახალი, ლამაზ-ლამაზი კაბებით გამოვდიოდი, დედიკოს ქუსლებს ვიცვამდი და ასე ვთამაშობდი“, – ამბობს ნინი და საკუთარ ყოვედლღიურობაზე ჰყვება.

„ძალიან მიყვარს სალონში სიარული, ვარცხნილობების გაკეთება.

ყოველ დღე, დროს გამოვნახავ და ფორტეპიანოზე ვუკრავ ხოლმე, დღე არ გავა, არ დავუკრა.

ლექსებს ვკითხულობდი, ხშირად მაქებდნენ – რა კარგად კითხულობ ლექსებს, რა კარგად მღერიო, ეს ნიჭი პატარაობიდან გამომყვა.

ერთხელ, ჩემზე მაღალმა მოსწავლემ დამცინა – რა პატარა ხარო. როცა ამას გეტყვიან, გულში თითქოს რაღაც გაგეკაწრება, გეწყინება, შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა – მაპატიე, ეს რომ გითხარიო. ყველაფერს მიხვდა და მეც ვაპატიე.

ხშირად ვეცემი, ვიღლები და თითქოს გული მივარდება, ეს ყველაფერი აქონდროპლაზიის დაავადებაა.

ყველაზე მეტად მინდა, წამალი მქონდეს, ასევე, კარგი მომავალი. არ მაქვს გარემო პირობები, მაგალითად, სახლი. მინდა მქონდეს საკუთარი ოთახი, სადაც ვიმეცადინებდი და ხშირად ვიქნებოდი“, – ამბობს ნინი.

„უფრო მეტად გაბრაზებულები ვართ, ეს ბრძოლა მოსაგებია“ – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა

სიუჟეტში ნინის დედა იმ დღეს იხსენებს, როდესაც შვილის დიაგნოზის შესახებ შეიტყო:

„დათრგუნული და კომპლექსიანი ვიყავი, არ მინდოდა გარეთ გასვლა, მაგრამ იმდენად ხალასი, იმდენად შრომატევადი იყო და იმდენად მოწონდა დედობა, თითქოს დამავიწყა პრობლემები, რაც ამ ყველაფერს თან სდევდა.

თავიდან ვუმალავდი, ვთვლიდი, რომ პატარა იყო, სწორად ვერ გამიგებდა, ჩაიკეტებოდა… რომ გაიგო, ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრდა, მაგრამ ამ სიჩუმეთ რამდენი რამ გადახარშა საკუთარ აზროვნებაში.

ყველა ღონეს ვხმარობ, რომ შენს ტოლებში არ გამოგთიშო, ამისთვის ნამდვილად ვიბრძვი, ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწურე, მეტი მე არ შემიძლია, ბოდიშს გეტყვი, თუ რამე ვერ გაგიკეთე, მაგრამ ვეცდები – ცხოვრება ჯერ წინ გვაქვს“, – აღნიშნავს სიუჟეტში ნინის დედა.

 

ცხოვრება აქონდროპლაზიის დიაგნოზით – გაიცანით 11 წლის უნიჭიერესი ნინი თევზაძე

?? გაიცანით 11 წლის ნინი თევზაძე, რომელიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მიუხედავად გარშემომყოფებს ყოველდღე არწმუნებს რომ საკუთარი თავის რწმენით ყველა პრობლემას მოერევა ადამიანი – არტისტული ნიჭის მქონე ნინი წითელ ხალიჩასა და დამსახურებულ აღირებაზე ოცნებობს

?სალომე კახეთელიძის სიუჟეტი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 09 მაისი, 2023

 

„აუცილებელია ვინმე მოკვდეს, რომ მერე მთელი საქართველო გამოვიდეს? სად არიან დედები, მამები?! – რატომ არ ხართ ჩვენს გვერდით, რატომ ტირით ტელევიზორებიდან, მოდით და გვერდით დაგვიდექით!“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი

ლაზარე ლელაძე: „რაც უფრო მეტად გაამახვილებ ბავშვთან მის პრობლემაზე ყურადღებას და მიახვედრებ, რომ რაღაც სჭირთ, მით მეტად დაითრგუნებიან“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g