კომპანია Porshce-მ თავისი 75 წლის იუბილე ფერადი ელექტროქარით Taycan-ით აღნიშნა. 2023 წელს გერმანული ბრენდი თაყვანისმცემლებს ერთდროულად რამდენიმე განსაკუთრებულ მოდელს წარუდგენს. თუმცა, მათი დებიუტის დრო ჯერ არ დამდგარა და მანამდე „პორშემ“ რამდენიმე სერიული ავტომობილის ექსკლუზიური ვერსია წარადგინა.
როდესაც მოდიფიკაციებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გასაყიდი ვერსიები არ მოიაზრება – ზოგჯერ ეს უბრალოდ ერთეული შოუ-ქარებია. მაგალითად, ისეთი როგორიცაა განსაკუთრებული ელექტრომობილი Porsche Taycan.
იქიდან გამომდინარე რომ ჩინეთის ბაზარი „პორშესთვის“, ისევე როგორც ბევრი სხვა ავტომწარმოებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, არაფერია გასაკვირი იმ ფაქტში, რომ არტ-ქარის პრემიერა სწორედ შანხაიში ჩატარდება. ფოტოებისა და ციფრული ხელოვნების გამოფენაზე გერმანულმა ბრენდმა წარადგინა ელექტრომობილი, რომელიც სხვადასხვა ფერში იყო შესრულებული.
ფერადი გამა ექსპოზიციის სახელწოდების Dream in Color-ის მიხედვით შეირჩა.