მსახიობი ეკა დემეტრაძე გადაცემის „სთორი“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების, წარმატებული სამსახიობო კარიერის, ასევე ძმაზე ისაუბრა.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ძმასთან განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
„ჩემი ძმა ბევრი წელია ამერიკაში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა სასწავლებლად. ძალიან პატარა დამტოვა და პირველად რომ ჩამოვიდა უკვე ძალიან დიდი გოგო დავხვდი, უკვე სტუდენტი ვიყავი.
ყოველთვის განსაკუთრებული დაძმობა გვქონდა. საუკეთესო მეგობრები ვიყავით, არასოდეს არ გვიჩხუბია. არანორმალური მეგობრობა და სიყვარული გვაკავშირებს. ერთად ვერთობოდით, სულ მის მეგობრებთან ერთად ვიყავი. ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, არის და სულ იქნება.
ერთხელ, მე და ჩემმა მეგობარმა საცეკვაოდ წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემმა მეგობარმა წამაქეზა, ვერ შეძლებ დიჯეისთან სცენაზე ასვლას და ცეკვასო.. რას ჰქვია ვერ შევძლებთქო და ავედი სცენაზე. ცეკვის დროს კლუბში მოულოდნელად ჩემი ძმა მოვიდა, უცბად გავშეშდით. მივხვდი, რომ ინერვიულა, პატარა ბავშვი დამტოვა და უცბად ამხელა გოგო დახვდა. ცოტა ხანი ასე გაშეშებულები ვიდექით.. მერე კომპლიმენტიც კი მითხრა. ზოგადად, ჩემი ძმა არასოდეს მიზღუდავს პირად სივრცეს. შეიძლება თავისთვის ინერვიულოს მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით“,- ამბობს ეკა დემეტრაძე.