LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი ხედები ფოტოსესიისთვის და ისტორიული ციხე თბილისთან ახლოს

330
cover (1)

საუკუნეების მანძილზე მეფეების საზაფხულო გასაჩერებელი,ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობა და ციხე სადაც გადმოცემის მიხედვით თამარ მეფის გარდაცვალების ადგილი. დღეს ეს ციხე განტვირთვის,საოცარი ხედებით ტკბობისა და ფოტო გადაღებებისთვის ერთ ერთი მიმზიდველი ადგილია დედაქალაქთან ახლოს. რუბრიკა „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში აზეულას,იგივე ქოროღლის ციხეზე გიამბობთ.

ქოროღლის ციხე დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ-ზე, აზეულას მთაზე ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ თვალუწვდენელი და მომაჯადოებელი ხედების გამო,რომელიც ციხიდან იშლება,ასევე ის ფაქტი,რომ დედაქალაქიდან სულ რაღაც 17 კმ -ში მდებარეობს მას საუკეთესო ადგილმდებარეობად აქცევს განსატვირთად და პიკნიკის მოსაწყობად. ისტორიული მნიშვნელობის პარალელურად ამ ნაგებობის შესახებ არაერთ ლეგენდას მოისმენთ. გადმოცემით კოჯრის ციხეში იყო შეხიზნული ლეგენდარული გმირი ქოროღლი და გმირი ქალი თინა წავკისელიც. XV საუკუნემდე მას აგარათა ციხე ერქვა,რადგან იმ დროისათვის ტაბახმელას, წავკისს, შინდისს და კოჯორს აგარები ერქვა. კოჯრის ციხე იცავდა სომხეთისა და თბილისის დამაკავშირებელ საქარავნო გზას, ამიტომაც მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეებში. დიდი თურქობისა იგი მტრის ხელში გადავიდა და მხოლოდ 1118 წელს დაიბრუნა დავით აღმაშენებელმა,შემდეგ მას თამარ მეფე განაგებდა.

ციხე უამრავი შემოსევის მოწმეა,ბოლოს მის მიდამოებში 1921 წელს აქ გაიმართა უკანასკნელი ბრძოლები რუსეთის 11 არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის. 1989 წლის 9 აპრილამდე ციხესთან ახლოს, ფერდობზე იდგა მემორიალი წარწერით: „აქ შემოვიდა რუსეთის XI არმია“, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდებმა გადააგდეს და აქ დღეს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალია აღმართული.

 

ციხე სიმაგრემდე მისვლა სამანქანო გზითაც შეიძლება და კოჯრიდან ფეხით ასვლაც შესაძლებელია,ამ შემთხვევაში ფეხით დაახლოებით 1,5 კმ-ის გავლა მოგიწევთ. სანახაობა ნამდვილად ღირს სტუმრობად,მთის წვერზე რამდენიმე იარუსად განლაგებული ციხე წარსულში გამოგზაურებთ. ციხის უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება, დღემდე მოღწეული კედლის ფრაგმენტები კი XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. რა თქმა უნდა შთამბეჭდავი სანახაობების შემდეგ კოჯორში საპიკნიკე ადგილის მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

magti 5g