LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობის შეგრძნებას – რამდენიმე რჩევა მედიკოსებისგან

139
546

ხშირ შემთხვევაში დაღლილობის შეგრძნება სტრესის, არასაკმარისი ძილის, არასწორი კვების რაციონის და სხვა ცხოვრებისეული ფაქტორების დამსახურებაა. ენერგიის დონეების გაზრდას კი ამ რჩევების დამსახურებით შეძლებთ.

ხშირად ჭამე

ენერგიის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ხშირად კვება, ყოველ 3-4 საათში მიირთვით ჯანსაღი საკვები ან სასუსნავი. უმჯობესია, ხშირად და პატარ-პატარა პორცია მიიღოთ.

იმოძრავე

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ვარჯიში ახლა ყველაზე ნაკლებად გჭირდებათ, თუმცა ეს ასე არაა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, დაღლილობა ნაკლებად იგრძნოთ და მეტად ენერგიულები იყოთ.
დღეში 15 წუთიან სეირნობასაც კი შეუძლია, რომ სასწაული მოახდინოს.

წონაში უნდა დაიკლო

თუკი თქვენს სხეულს ზედმეტი წონა აწუხებს, გადაღლილობის მიზეზი შესაძლოა ესეც იყოს. წონა ზედმეტი დატვირთვაა თქვენი გულისთვისაც, ასე რომ მის შემცირებაზე ძალიან სერიოზულად უნდა იფიქროთ.

გამოიძინე

ბევრი ადამიანის შემთხვევაში უენერგიობა სწორედ ძილის ნაკლებობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ. დღის განმავლობაში ძილს მოერიდოთ და დაძინებამდე კარგად დაისვენოთ.

შეამცირე სტრესი

სტრესი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ დღის რუტინაში საჭირო აქტივობები უნდა ჩართოთ:
• დარბაზში ვარჯიში
• იოგა
• მუსიკის მოსმენა ან კითხვა
• მეგობრებთან დროის გატარება

კოფეინი ამოიღე

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კოფეინი დაღლილობის ერთ-ერთი მიზეზია. სცადეთ და 3 კვირის განმავლობაში უარი თქვით:
• ყავაზე
• ჩაიზე
• გაზიან სასმელზე
• ენერგეტიკულ სასმელზე
ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახეთ, აისახება თუ არა კოფეინზე უარის თქმა თქვენს ენერგიულობაზე.

ნაკლები ალკოჰოლი

შესაძლოა საღამოს მირთმეული ღვინო დაძინებაში დაგეხმაროთ, თუმცა ასეთი ძილი ხარისხიანი ვერ იქნება. მეორე დღეს ძალიან დაღლილად იგრძნობთ თავს, მაშინაც კი თუკი მთელი 8 საათი გეძინათ.

მეტი წყალი

ზოგჯერ დაღლილობას გრძნობთ იმის გამო, რომ ორგანიზმი სითხისგანაა დაცლილი. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ დღის განმავლობაში წყლის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები