LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო დღეს ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რომელსაც დაცვის არანაირი გარანტია არ აქვს, არც ევროკავშირისგან, არც ნატოსგან“ – ირაკლი ქადაგიშვილი

167
ირაკლი ქადაგიშვილი

„თუ რუსეთის ფედერაციამ პროვოკაციების ახალი ტალღა მოაწყო, თუ ეკონომიკური სანქციები შემოიტანა და ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა,  ქვეყანა უკიდურესად დაზიანდება. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?“ – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ევროკავშირისკენ საქართველოს გზის კუთხით შეშფოთებას იწვევს.

მმართველი გუნდის წევრმა  რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანაა არ შევიდეს ქვეყანა რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში, რომელიც დააზიანებს და მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენებს საქართველოს.

„არავის უნდა გაიგოს საქართველოს მდგომარეობა. არც ევროკავშირი გვაძლევს ჩვენ იმის გარანტიას, რომ თუ ჩვენ რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების რეჟიმში გადავალთ, მაშინ ისინი ჩვენ მოგვცემენ საკომპენსაციო თანხას, რომლითაც შევძლებთ  ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებას. ან სხვა რა გარანტიები გვაქვს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით.

ჩვენი ამოცანაა, არ შევიდეთ რუსეთთან ისეთ კონფრონტაციაში, რომელიც დააზიანებს და მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენებს საქართველოს. საქართველო დღეს ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა, რომელსაც დაცვის არანაირი გარანტია არ აქვს, არავისგან, არც ევროკავშირისგან და ნატოსგან,  არც რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან. ჩვენი თავი ამ უმძიმეს პერიოდში ჩვენი გონივრული პოლიტიკით გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

ფრენებისთვის ნებართვის გაცემის საკითხზე TAV Georgia განმარტებას აკეთებს 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერც ერთი სანქცირებული კომპანია პირდაპირ ფრენებს ვერ განახორციელებს“ – კახა კალაძე

რა ღირს ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე – „აზიმუტი“ კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს 

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

mazda magti 5g