LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა.. ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო – ჰერმან საბო

160
ჰერმან საბო

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც საბო წერს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო, კანდიდატებს ხმას არ მისცემდნენ, 5-მა ოპოზიციონერმა მათ მხარი მაინც დაუჭირა:

„იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა ქოცებს მისცა ხმა.

ჩვენ და ელისაშვილები რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში ვსხედვართ.

ახლა გასარკვევია, ვინ იყო.

თან, ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა, რომ ვიღაცა „გვარცხვენს“ ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა – „აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო“ და ადგა ეს ხალხი, ხმის მიმცემებიანად და გალაგდა გარეთ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

„კანდიდატებს 5-მა წარმომადგენელმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ან მოხდა კომპიუტერული მანიპულაცია, პროგრამა უნდა იქნას შესწავლილი და თუ რომელიმე ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ეს უნდა თქვას, რადგან ეჭვი რჩება ძალიან ბევრზე“

სალომეს დაძახილზე მარტო „გირჩები“, ელისაშვილები და აქუბარდია არ წამოვხტით, მარა ჩვენ არცერთს არ მიგვიცია, ღმერთი-რჯული, დაგინება, იგი აგი“, – წერს ჰერმან საბო.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ

მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.

 

 

იუსტ. საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5მა ქოცებს მისცა ხმა.

ჩვენ და ელისაშვილები რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი. ერთ რიგში…

Posted by Herman Szabó on ოთხშაბათი, 17 მაისი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g