როგორც ჩანს, [ჩვენი არგუმენტები] დაუჯერებელია, მაგრამ დაიჯერებენ, როცა უფრო მეტს გაიგებენ, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ. მისივე თქმით, დღეს მათი მხრიდან განცხადება გაკეთდება და საკითხზე მეტი გაირკვევა.
„დღეს ყველაფერს ვიტყვი!“, – დასძინა ჩხეიძემ.
ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის იმ კანდიდატებისთვის ხმის მიცემას, ვინც მეორე ტურში გადავიდნენ.
პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთა კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დღეს კენჭისყრა გაიმართება ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატზე.
იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი პარლამენტმა გუშინ აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკიო ქარდავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტოვებენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამაც დატოვა