„მართლა გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა. უვიზო მიმოსვლა როდესაც გვაქვს და ჩვეულებრივად შეიძლება გადმოადგილება მანქანით, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავით ჩამოვიდეს ადამიანი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა და ამგვარად თბილისში პირველი რუსული ავიარეისის შესრულებას გამოეხმაურა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ეს [ავიამიმოსვლის აღდგენა] კარგია ქართული ეკონომიკისთვის და მისთვის ამ თემაზე აჟიოტაჟი გაუგებარია:
„თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“ – კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი
კობახიძის თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში „გლობალური ომის პარტია“ არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.
„ძალიან გაუგებარია ეს აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები კელი დეგნანის მხრიდან. თუ მართლა უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან.
ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ როდესაც ბავშვთა ანსამბლებს მიწვევა აქვთ, დაგეგმილ აქვთ კონცერტი – ვიზებს არ ურტყამენ. არ მგონია ამას მეგობრულ ნაბიჯად აღიქვამდეს საქართველოს მოსახლეობა“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ლიდერი.
რაც შეეხება ევროკავშირის მოწოდებებს, როგორც სუბარი ამბობს, მათ გამოცხადებული გვაქვს, რომ „სანქციების მხოლოდ იმ ნაწილს უერთდებიან, რომელიც საყოველთაოა და ამ შემთხვევაში, ფრენებს არანაირად არ ეხება“:
„თუ საუბარია რუსეთთან ვაჭრობაზე და ამით ეკონომიკის გაძლიერებაზე, ევროკავშირის სავაჭრო მოცულობა რუსეთთან მკვეთრად გაიზარდა. ეს ეხება ძალიან სტრატეგიულ და რუსეთისთვის მნიშვნელოვან სფეროებს. საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთს ამ მხრიდან რაიმე დადებითს არ მისცემს. ასე რომ, ესეც ტყუილი აჟიოტაჟია.
მესამე, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რატომ მისცა ფრენების დაშვების უფლება, არაფერს ამბობენ, როცა ჩვეულებრივად დაფრინავენ თურქეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და რატომღაც, მაინცდამაინც, საქართველოზე უნდათ განსაკუთრებული წესები შემოიღონ.
არანაირი წესს არ შემოვიღებთ ისეთს, რომელიც დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ინტერესებს“. – ნათქვამია სოზარ სუბარის განცხადებაში, რომელსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.