Georgian Airways-ის ოფისს მოქალაქეებმა კვერცხები ესროლეს, – აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.